ბარსელონას პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავა ბარსელონას პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავა />


  17:28:31     18-08-2017

ბარსელონას პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავა

a70113.jpg

პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.
ორი პირი გუშინ რიპოლსა და ალკანარში დააკავეს. ერთ-ერთი დრის უკაბირია. მესამე ეჭვმიტანილი აიყვანეს რიპოლში დღეს დილით. ესპანური მედიის ცნობით, ეს უკანასკნელი უკაბირის ნათესავი უნდა იყოს.


დრის უკაბირის ძმაზე, მუსა უკაბირზე ძებნაა გამოცხადებული. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის დაეჯახა ქვეითადმოსიარულეებს ბარსელონაში.
გვიან ღამით 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, როდესაც მათ ბარსელონას მსგავსი სცენარი კამბრილსში განახორციელეს.

0

ავტორი: