რა ხდება ამ წუთებში ბარსელონაში რა ხდება ამ წუთებში ბარსელონაში />


  15:06:56     18-08-2017

რა ხდება ამ წუთებში ბარსელონაში

a70103.jpg

ბარსელონაში 17 აგვისტოს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ტერორისტულ აქტად შეფასდა, მსოფლიოს აშფოთება გამოიწვია, ისმის უამრავი კითხვა: როდემდე უნდა შევწიროთ უდანაშაულო ადამიანები ტერორისტებს? როდის დასრულდება ეს უკონტროლო ხოცვა-ჟლეტა და რა უნდა მოიმოქმედოს მსოფლიომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად?
ტერორიზმი დღევანდელი მსოფლიოს უმთავრესი პრობლემაა, ის მოსახლეობისთვის მუდმივი საფრთხეს წარმოადგენს, ცვალებადი მიზნებითა და ცვალებადი განხორციელების გზებით.ტერაქტის განმხორციელებლები მრავალი უსიამოვნო სიურპრიზით მუდამ გვახსენებენ თავს.

რა ხდება ამ წუთებში ბარსელონაში:
ბარსელონაში ამ წუთებში მოქალაქეები ტერაქტის ადგილზე მშვიდობიან მსვლელობას მართავენ.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 24 ქვეყნის მოქალაქა, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ბელგიის, ავსტრალიის, უნგრეთის, პერუს, რუმინეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, დანიის, კუბის, მაკედონიის, ჩინეთის, იტალიისა და ალჟირის.ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა. ასევე, დაკარგულია 7 წლის ავსტრალიელი ბიჭუნა, ხოლო მძიმედ დაშავებულია 6 წლის გოგონა. გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.


მომხდარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა, ის ტერქტს ბოროტების მორიგ გამოვლინებად აფასებს.
„ამ ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა ბოროტების წინაშე დგას მსოფლიო ისლამური ტერორიზმის სახით. ტერორიზმმა შესაძლოა ჩვენ უდიდესი ტკივილი მოგვაყენოს, თუმცა ვერასოდეს დაგვამარცხებს, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ბარსელონის ტერაქტის შემდეგ ესპანეთს თანადგომა გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა. რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მზად არის, ესპანეთის სპეცსამსახურებთან კონტრტერორიზმის სფეროში ითანამშრომლოს.
0

ავტორი: