10:29:29     09-05-2011
ჭარხლის სალათა
მასალა:
ჭარხალი - 1 კილოგრამი
მაიონეზი - 1 ქილა
მწვანილი, მწვანე ხახვი - 3-3 ძირი
ხმელი სუნელი, ქინძი, ზაფრანა - თითო ჩაის კოვზი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.
წითელი ჭარხალი მოვხარშოთ, გავაცილოთ კანი, დავჭრათ წვრილ, ოთხკუთხედ ნაჭრებად. ხმელი სუნელი, დანაყილი ქინძიმ ზაფრანა დავნაყოთ ნიორთან ერთად, გავხსნათ მაიონეზში, დავამატოთ შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. შევანელოთ მარილით და ყველაფერი ავურიოთ ჭარხალში. გადავიტანოთ სასალათეზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ასეთივე სალათი შეიძლება მომზადდეს სტაფილოსაგან.
0