12:12:37     18-08-2017
ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს

კატალონიის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბარსელონასა და კამბრილსის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი მესამე პირი დაკავებულია.
მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი ქალაქ რიპოლიში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.