11:13:03     18-08-2017
ესპანეთის პოლიციამ ტერაქტის მეორე მცდელობა აღკვეთა
BBC-ის ესპანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადგილობრივმა პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. კამბრილსის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილ ოთხი ადამიანი მოკლა. ერთი თავდამსხმელი კი დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შვიდი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის პოლიციელები.პოლიციამ სავარაუდო ტერორისტები მას შემდეგ მოკლა, რაც კამბრილსში თავდამსხმელები მინივენით ფეხით მოსიარულეებს შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
17 აგვისტოს, ბარსელონაში თავდასხმა მოხდა. რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტია ადამიანი დაშავდა,დაღუპულია 13 ადამიანი.