11:11:26     18-08-2017
ბარსელონას ტერაქტის შედეგად სამი წლის გოგონა გარდაიცვალა

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა იყო, რომელიც რამბლას ბულვარზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
დასავლური მედია გოგონას ვინაობას არ ასახელებს. ასევე უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო იგი.ერთ-ერთ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კიდევ ერთი მცირეწლოვანი, 6 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ტერაქტის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები 24 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ტერაქტს ბარსელონაში 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
0