პუშკინის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ რვა ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ერთ-ერთ მასაჟის სალონთან სამართალდამცველები ორი საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული ,რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
0