15:06:29     17-08-2017
ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ფონიჭალის სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ აბასგულ და ვავიდი ჰუსეინოვებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
ბრალის წარდგენას დაკავებულების ადვოკატიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულებს დაზიანებები აღენიშნებათ, რის საფუძველზეც ისინი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
ერთ საათში, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
0