შსს ადასტურებს, რომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა შსს ადასტურებს, რომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა />


  13:56:42     17-08-2017

შსს ადასტურებს, რომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

a70057.jpg

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული მ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით).

0

ავტორი: