ავსტრალიელი პარტიის ლიდერი სენატში ბურკით  გამოცხადდა ავსტრალიელი პარტიის ლიდერი სენატში ბურკით გამოცხადდა />


  13:22:36     17-08-2017

ავსტრალიელი პარტიის ლიდერი სენატში ბურკით გამოცხადდა

a70054.jpg

ავსტრალიის რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერი პოლინა ჰენსონი, სენატში ბურკით გამოცხადდა. ეს იყო მისი მხრიდან ჟესტი, რომლითაც ქვეყანაში მუსლიმური სამოსის აკრძალვა გამოხატა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მისი საქციელი დაგმო და შეახსენა, რომ ამით ადამიანების რელიგიურ გრძნობებს მიაყენა შეურაცხყოფა.

„ამ სამოსის უარყოფითი კონტექსტით ჩაცმით, სულ მცირე 500 ათასს მუსლიმ ავსტრალიელს მიაყენეთ თქვენ შეურაცხყოფა. არა ჰენსონ, არ ავკრძალავთ ბურკას", - განაცხადა თავმჯდომარე ჯორჯ ბრანდისმა.

რამდენიმე თვის წინ, ევროპის სასამართლომ სამსახურში რელიგიური ტანსაცმლის ტარების აკრძალვის უფლება დამსაქმებლებს მისცა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2011 წლის აპრილიდან ტოტალურად აკრძალა ჰიჯაბები. მის მაგალითს ბელგიამ მიბაძა, 2016 წელს კი ბულგარეთმა.

0

ავტორი: