11:58:03     17-08-2017
„დავეხმაროთ პოლიტპატიმრებს, მათ ყველგან უმოწყალოდ ეპყრობიან“
![a70047.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70047.jpg)
შეიხი ტაიფის ალ-ამრი არის ცნობილი შაჰის მუსლიმი მღვდელი, რომელსაც საუდის არაბეთში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2011 წელს დააპატიმრეს შიიას თემის დისკრიმინაციის აკრძალვისთვის. დღეს, მისი სასჯელის მესამე წლის თავზე, მისი შვილი მოჰამედი მოგვითხრობს:
„როდესაც მამაჩემი, შეიხ ტაუფიკი დააპატიმრეს, ვიყავი Arizona- ში ჩემი ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად. მე მივიღე ძალიან ბევრი ზარი ჩემი ოჯახისგან, რომლებმაც მითხრეს, რომ მამჩემის მანქანა, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში იპოვეს.ვიცოდით, რომ იგი საიდუმლო პოლიციამ გაიტაცა . ერთი კვირის განმავლობაში არ ვიცოდით მამაჩემი მკვდარი იყო თუ ცოცხალი. შემდეგ ვიღაც უცნობი დაუკავშირდა ოჯახს, რომელმაც გვითხრა, რომ ის ციხეში იმყოფებოდა.
მამაჩემი არის სამოქალაქო უფლებების დამცველი, პრინციპების მოყვარული კაცი, რომელიც თავისუფლებად ღურსეულად ცხოვრებას მიიჩნევს. მას პრობლემები საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან, რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციისა და საუდის არაბეთში სიმდიდრის უსამართლო განაწილების გამო ჰქონდა.
მოსიყვარულე მამა, რომელიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის იბრძოდა.მე მისი უფროსი ვაჟი ვარ. მყავს ორი ძმა და ოთხი და. მამაჩემი და დედა თანაბარი პარტნიორები არიან. ჩვენ პატარა სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ მათ ძალიან უხაროდათ, რომ ამდენი შვილი ჰყავდათ.ოჯახს გვენატრება მისი თბილი ღიმილი, რომელიც გვაიძულებს უსაფრთხოდ და ბედნიერად ვიგრძნოთ თავი. მამა ყოველთვის იქ იყო, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება ან ხელმძღვანელობა. თავდაპირველად, ხელისუფლებამ მამაზე ზეწოლა სცადა.მამაჩემმა ეს წლები სხვადასხვა ციხეში გაატარა. საუდის არაბეთში სხვა პოლიტპატიმრების მსგავსად, მამაჩემს არაადამიანურად ეპყრობიან.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სამედიცინო ყურადღების ნაკლებობაა. მას ჰქონდა თირკმლში ქვები ოთხი წლის განმავლობაში, რამაც მას ბევრი ტკივილი გადაატანინა.ძვირფასო მკითხველო, მე ვწერ ამას, რადგან თქვენი დახმარების იმედი მაქვს, დავეხმაროთ პოლიტპატიმრებს, მათ ყველგან უმოწყალოდ ეპყრობიან. მე იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდება არა მარტო მამა, არამედ ყველა პოლიტპატიმარი საუდის არაბეთში, მიუხედავად სქესისა, რწმენისა ან რელიგისა, აქ ათასობითა ჩემნაირია. მათ სურთ თავიანთი ნათესავები თავისუფლები იყვნენ. მათ ოჯახები დაკარგეს.
ძვირფასო საუდის არაბეთო, დროა, გათავისუფლდეს ყველა, ვინც მშვიდობიანად ითხოვდა პოლიტიკურ რეფორმებს. დროა უპირობოდ გაათავისუფლოს ისინი. ისინი მხოლოდ თავისუფლებას და თანასწორობას ითხოვდნენ.მამჩემი ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის შესახებ, მისი ხმის ტონი ყოველთვის სავსეა დადებითი ენერგიით: მომავალი უკეთესი იქნება ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. მე ვუზიარებ მის ოპტიმიზმს სამყაროს“.
0