11:35:47     17-08-2017
ირანი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ ჯერ კიდევ სიკვდილით დასჯას იყენებს
![a70044.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70044.jpg)
სიკვდილით დასჯა 21 ქვეყანაში ხორციელდება, ეს კანონი, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში განცხადებულ ფუნდამენტურ სიცოცხლის უფლებას არღვევს.
“amnestyinetrnational”-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც ირანში მოქმედი კანონის, კერძოდ კი სიკვდილით დასჯის შესახებ გვიყვება.ირანში სიკვდილით დასჯის განაჩენთა 70 პროცენტი ნარკოდანაშაულს უკავშირდება. გამოყენებულ მეთოდებს შორისაა ინექცია, ჩამოხრჩობა, თავის მოკვეთა და დახვრეტა. ამ უმოწყალო ქმედების მსხვერპლი ხშირად ბავშვებიც ხდებიან.
„amnestyinetrnational“-ს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დირექტორის მოადგილემ მაგდალენა მოღრაბიმ განუცხადა: „ამ უკანონო აღსრულების დაგეგმვისას, როდესაც მსოფლიო ამის შესახებ აღშფოთებას გამოხატავს, ირანის ხელისუფლება ეფექტურად აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თუმცა მათ არ სცხვენიათ, რომ ჩადენილი დანაშაულის დროს ბავშვებს სიკვდილით სჯიან, ირანის სასამართლო დაუყოვნებლივ უნდა ჩაერიოს და შეწყვიტოს მართლმსაჯულების სასტიკი აღსრულება“.
ირანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ სიკვდილით დასჯას იყენებს.2016 წლის იანვარში „Amnesty International“- მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იტყობინებოდა, რომ 2013 წელს ირანული ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული რეფორმების მიუხედავად, არასრულწლოვან დამნაშავეთა დასჯის შესახებ მათ შეურაცხმყოფელი რეაგირება მოახდინეს და განაგრძეს ახალგაზრდების სიკვდილით დასჯა.
2017 წლის აგვისტოში, „Amnesty International“- მა აღმოაჩინა სულ მცირე 89 ადამიანი, რომლებიც 18 წლამდე ასაკში იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის დროს და რომლებიც ყველაზე სასტიკი მეთოდით სიკვდილით დასაჯეს.
0