10:42:00     17-08-2017
ჯორჯ ბუშმა და მისმა უმცროსმა ვაჟმა რასიზმი დაგმეს
![a70040.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70040.jpg)
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა განცხადება გაავრცელეს: „ამერიკამ ყოველთვის უნდა დაგმოს რასიზი, ანტისემიზმი და სიძულვილის ნებისმიერი ფორმა“-ნათქვამია განცხადებაში.
მათ ასევე შეტაკებების დროს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი კონფედერტების გენერლის, რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებაში გადაიზარდა. ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. FBI-მ გამოძიება დაიწყო