18:42:58     16-08-2017
მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ცნობილია, რომ ფეხით მიმავალ, დაახლოებით 40 წლის მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.
0