13:30:22     16-08-2017
ნიგერიაში მომხდარ აფერთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ბაზარში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან თვითმკვლელმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ კონდუგაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კიდევ 2-მა ტერორისტმა თავი დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა, რომელიც აღნიშნულ ბაზართან ახლოს მდებარეობს. ორივე შემთხვევის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.
0