12:36:58     16-08-2017
ჩენეთში, ინტერნეტ-დამოკიდებულთა ბანაკში მოზარდი დაიღუპა
ჩენეთში, ინტერნეტ-დამოკიდებულთათვის განკუთვნილ ბანაკაში, მოზარდი დაბინავების შემდეგ ორ დღეში დაიღუპა.
ინციდენტი ანჰოიში მოხდა. დაღუპული ბავშვის მშობლებმა განაცხადეს, რომ მის ინტერნეტ-დამოკიდებულებას ოჯახი ვეღარ აკონტროლებდა და ამიტომ ის სპეციალურ ბანაკში გაუშვეს.
"ჩემს შვილის სხეულზე სულ სისხლჩაქცევები ჰქონდა, როდესაც ბანაკში გავაგზავნე კარგად იყო. როგორ შეიძლებოდა მომკდარიყო სულ რაღაც 48 საათში", -ამბობს გარდაცვლილის დედა.
პოლიციამ უკვე დააკავა გამოსასწორებელი ცენტრის დირექტორი და ოთხი მასწავლებელი, დაწესებულება კი გამოძიების დასრულდებამდე დახურულია.
ჩინეთში "ინტერნეტ-დაავადებას" სხვადასხვა მეთოდებით კურნავენ. ყველაზე გავრცელებულია ფიზიკური დატვირთვა, რითაც არიან დაკავებულნი 18 წლამდე მოზარდები გამოსასწორებელ ბანაკებში.
0