11:28:21     16-08-2017
"დღეს ავიღებთ სტოუნოლ ჯექსონის ძეგლს, ხოლო ხვალ ჯორჯ ვაშინგტონის და თომას ჯეფერსონის ძეგლებს? და ეს ყველაფერი სად დასრულდება“?
![a69995.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69995.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვირჯინიაში, შარლოტსვილის მოვლენებში დაპირისპირებული მხარეებიდან ორივე დამნაშავეა.
"დღეს ავიღებთ სტოუნოლ ჯექსონის ძეგლს, ხოლო ხვალ ჯორჯ ვაშინგტონის და თომას ჯეფერსონის სძეგლებს?.. და ეს ყველაფერი სად დასრულდება?", - იკითხა მან.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, ისინი კონფედერტების გენერლის, რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. მსვლელობა შეტაკებაში გადაიზარდა. ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა. FBI-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა ფაქტი უნდა გამოაშკარავდეს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ავტომობილის მძღოლმა შეარცხვინა საკუთარი თავი და ქვეყანა.
„ერთ მხარეს არის ჯგუფი, რომელიც ძალიან ცუდია და მეორე მხარესაც არის ჯგუფი, რომელიც ასევე მოძალადეა. ამის თქმა არავის უნდა, მაგრამ მე ეს ახლა უნდა ვთქვა. ამას გინდათ ტერორიზმი უწოდეთ, გინდათ - მკვლელობა. რაც გსურთ, ის დაარქვით. ავტომობილის მძღოლი არის მკვლელი და რაც მან ჩაიდინა, უპატიებელია“, - განაცხადა ტრამპმა.
0