პარიზის პიცერიაში მანქანის შევარდნას 13 წლის გოგონა ემსხვერპლა პარიზის პიცერიაში მანქანის შევარდნას 13 წლის გოგონა ემსხვერპლა />


  11:13:02     15-08-2017

პარიზის პიცერიაში მანქანის შევარდნას 13 წლის გოგონა ემსხვერპლა

a69961.jpg

პარიზის ერთ-ერთ პიცერიაში ავტომანქანა შევარდა, რის შედეგადაც შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, 13 პირი კი მძიმედ დაშავდა, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან მძღოლი უკვე დაკავებულია, ის ხალხს შეგნებულად დაეჯახა, ავტომობილის დათავლიერების შემდეგ კი სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ახალი დეტალები იკვეთება, პირველადი ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ავრცელებს, მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ტერაქტს არ უკავშირდება და მძღოლს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აცხადებდა, რომ მას საკუთარი უიღბლო ცხოვრების დასრულება სურდა და ამ ფორმით თვითმკვლელობა სცადა.

0

ავტორი: