10:49:23     15-08-2017
ფედერიკა მოგერინი საგაგნგებო განცხადებას ავრცელებს
![a69951.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69951.jpg)
ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კორეის ნახევარკუნძულის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„ეს არის ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტი. ჩვენ მოვუწოდებთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რაც გაზრდის გლობალურ დაძაბულობას“, - ამბობს ფედერიკა მოგერინი.
ევროკავშირი ამ ვითარებას კრიტიკულად აფასებს და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პარტნიორებთან დიპლომატიურ მუშაობის გაძლიერებას უჭერს მხარს. რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ევროგაერთიანება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას, ფხენიანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზულ და შემაშფოთებელ დარღვევად აფასებს. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას და ძირითად პარტნიორებთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს დამატებით ზომებს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ აუცილებელია გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ბირთვული პროგრამის გაუვრცელებლობის რეჟიმს, არამედ აზიას და მსოფლიოს.
0