09:38:38     15-08-2017
დონალდ ტრამპმა რასიზმი დაგმო
![a69945.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69945.jpg)
აშშ პრეზიდენტი რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას მკაცრად გმობს. დონალდ ტრამპი ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამართალდამცველები ამერიკის მოქალაქეების დასაცავად ძალას არ დაიშურებენ, რასისტები და მოძალადეები კი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები შარლოტსვილში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
0