16:05:04     14-08-2017
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვებულებას წყვეტს და თეთრ სახლში ბრუნდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვებულებას წყვეტს და თეთრ სახლში ბრუნდება.
ტრამპმა ამ მოულოდნელი გადაწყვეტილბის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა: „ვბრუნდები ვაშინგტონში, ბევრი საქმეა, უნდა ვკონცენტრირდეთ ვაჭრობასა და სამხედრო საკითხებზე".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენეტი 17 დღიან შვებულებაში 4 აგვისტოს გავიდა. თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ტრამპი საკურორტო ზონიდან გააგრძელდება მუშაობას, რადგან თეთრ სახლში კონდიცირების სისტემის რემონტი მიმდინარეობს, აგვისტოში კი გაგრილების სისტემის გარეშე თეთრ სახლში მუშაობა საკმაოდ რთულია.