13:33:51     14-08-2017
თურქეთში ავტობუსის გადატრიალებას 4 ადამიანი ემსხვერპლა
![a69901.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69901.jpg)
თურქეთში ავტობუსის გადატრიალების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
ინციდენტი ანკარასა და კონიას ტრასაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა,ავტობუსი მაგისტრალზე საქონელს დაეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ინციდენტის დროს ავტობუსში 49 მგზავრი იმყოფებოდა.
0