10:34:37     14-08-2017
ბურკინა ფასოში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურკინა ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში თავდასხმა მოხდა, რომელსაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმა შეიარაღებულმა პირმა რესტორანში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ალ ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან.
ბურკინა-ფასოს კომუნიკაციის მინისტრ, რემი დანჯინუზეს თქმით, სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქეა.
0