00:15:57     14-08-2017
საფრანგეთში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში საქართველოს ელჩს ეკატერინე სირაძე-დელონეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომხდარს ადასტურებს ელჩიც.
ეკა სირაძე შუადღისას სენ-დენისში საკუთარ მანქანაში იჯდა, როდესაც ორმა პირმა მისი ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და დიპლომატის ჩანთა გაიტაცა. საქართველოს ელჩი არ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გატაცებული ჩანთა მოგვიანებით პარიზის გარეუბანში იპოვა.
0