დახურული ღვეზელი დახურული ღვეზელი />


  10:52:10     07-05-2011

დახურული ღვეზელი

a5684.jpg

მასალა:

რძე - 1 ჩაის ჭიქა

კარაქი ან მარგარინი - 200 გრამი

კვერცხი - 2 ცალი

ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა

საფუარი - 100 გრამი

შაქრის ფხვნილი და მარგარინი - გემოვნებით

ზეთი - 2-3 სუფრის კოვზი

მურაბა ან ჯემი - 1 ჩაის ჭიქა

ფორთოხლის ქერქი - 1 ჩაის ჭიქა.

  

ქვაბში ჩავასხათ რბილი რძე და გავხსნათ საფუარი, შაქარი, მარილი, დავაამტოთ ზეთი, მარგარინი ან კარაქი და 2 კვერცხი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, მერე ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად.

 

გულში ჩასართავად გამოდგება ყველანაირი მურაბა, ოღონდ დავამატოთ წინასწარ მომზადებული ფორთოხლის ქერქი, რომელიც ჯერ უნდა გავახმოთ, შემდეგ დავალბოთ წყალში და მოვხარშოთ, სანამ არ დარბილდება, გადავავლოთ წყალი და ქერქები ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.

 

ცომის ერთი ნაჭერი გავაბრტყელოთ, დავადოთ მურაბა და მეორე გაბრტყელებული ცომის ნაჭერი გადავაფაროთ. გულდაგულ შევაერთოთ ნაპირები, რათა გამოცხობის დროს შიგთავსი არ გამოვიდეს; ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული, ზედაპირი ჩანგლით ზიგზაგებით დავხაზოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაახლოებით 250° ტემპერატურაზე).

0

ავტორი: