ხენდროს მუსი ხენდროს მუსი />


  10:47:38     07-05-2011

ხენდროს მუსი

a5683.jpg

მასალა:

ხენდრო - 300 გრამი

შაქრის ფხვნილი - 150 გრამი

ჟელატინი - 15 გრამი

წყალი - 1 ჩაის ჭიქა

 

გადარჩეული, გარეცხილი ხენდრო დავჭყლიტოთ, გამოვწუროთ წვენი და შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში. ჩურჩები ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ მდუღარე წყალი, ავადუღოთ და გავწუროთ. ამ წვენში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. მდუღარე ვაჟინში (სიროფი) ავურიოთ წინასწარ წყალში დამბალი ჟელატინი, ერთხელ წამოვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ, გავწუროთ, ჩავამატოთ ხენდროს წვენი; მასა ჭურჭლიანად მოვათავსოთ ცივ წყალში ან ყინულზე. კარგად გავთქვიფოთ, მერე სასწრაფოდ ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში და გავაცივოთ.
0

ავტორი: