12:49:24     10-08-2017
მორიგი ვიდეომიმართვა - ე.წ „ისლამური სახელმწიფო“ ირანს ემუქრება
Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამჯერად ახალი თავდასხმებით ირანის დედაქალაქს ემუქრება.
მიმართვის ავტორები ახალგაზრდა ირანელებს ამბოხისკენ და ქვეყანაში ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
ვიდეომიმართვაში თეირანში ივნისში მომხდარი იმ თავდასხმების ამსახველი კადრებიც ჩანს, რომელზეც პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ირანს რეგიონში ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს.
0