15:52:53     09-08-2017
Sarahah - ანონიმური შეტყობინებების აპლიკაცია, რომელმაც ინტერნეტი წალეკა
![a69788.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69788.jpg)
Sarahah ახალი აპლიკაცია, რომელიც უკვე ქართველ მომხმარებლებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს, საუდის არაბეთში შეიქმნა და არაბულად „გულწრფელობას“ ნიშნავს.
აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი გვერდი და მიიღონ ანონიმური შეტყობინებები, რომლებზეც პასუხის გაცემის საშუალება არ ექნებათ.
აპლიკაციის შემქნელი ზაინ ალ-აბიდინ ტავფიქია, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მომხმარებლები 1000 შეტყობინებას მაინც გააგზავნიდნენ, თუმცა ანონიმური შეტყობინებების აპლიკაციით, დღეის მდგომარეობით, 300 მილიონზე მეტი მესიჯია გაგზავნილი.
0