აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავი BBC-ის ობიექტივში აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავი BBC-ის ობიექტივში />


  14:09:24     09-08-2017

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავი BBC-ის ობიექტივში

a69781.jpg

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა. BBC-ის ჟურნალისტმა სტატია და ვიდეომასალა მოამზადა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გამართულ საპროტესტო აქციას ასახავდა. 

სტატიაში ნათქვამია, რომ სობით ქართველმა რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთთან ახლოს, მთავარ გზაზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა.

ავტორი აღნიშნავს, რომ 5 დღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსეთმა სამხედრო ობიექტების გარდა, დაბომბა ქალაქები, სამხრეთ ოსეთში მდებარე ქართული სოფლები კი, მთლიანად მიწასთან გაასწორა.

BBC იუწყება, რომ ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც საერთაშორისო გაერთიანების მიერ საქართველოს ტერიტორიებადაა აღიარებული. 0

ავტორი: