"ყელი აქვთ გამოჭრილი და ძალადობის კვალი აღენიშნებათ" - ბათუმში მომხდარი მკვლელობის დეტალები "ყელი აქვთ გამოჭრილი და ძალადობის კვალი აღენიშნებათ" - ბათუმში მომხდარი მკვლელობის დეტალები /> "/> " />


  16:59:42     08-08-2017

"ყელი აქვთ გამოჭრილი და ძალადობის კვალი აღენიშნებათ" - ბათუმში მომხდარი მკვლელობის დეტალები

a69752.jpg

ბათუმში ნაპოვნი მოკლული ახალგაზრდები მომღერალი გ.ხ. და მოდელი ზ.ს არიან. მათი ცხედრები დღეს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს. მათ ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"3 აგვისტოს მოვიდნენ, საცხოვრებელი ბინა მოეწონათ. 4 აგვისტოს შემდეგ არ შევხვედრილვართ. დღეს კი ასეთი ამბავი გავიგეთ. მშობლები რომ შევიდნენ, გარდაცვლილები თავიანთ ოთახებში, საწოლში დახვდათ“, - აცხადებს ბინის მეპატრონე.

არსებული ინფორმაციით, ცხედრებს ყელი აქვთ გამოჭრილი, მათ წამების და ძალადობის კვალიც აღენიშნებათ. 

გარდაცვლილების მეგობრები აცხადებენ, რომ მკვლელობა, შესაძლოა, სექსუალური ორიენტაციის გამო მოხდა.

„არ გამიკვირდება იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველოში ორიენტაციასთან დაკავშირებით პრობლემები ძალიან ხშირად ხდება. ეს არ იქნება პირველი ფაქტი, თუ კი დადასტურდება რაიმე მსგავსი“,- აღნიშნავენ ისინი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული და მათი ცხედრები მშობლებმა იპოვეს. 

ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მოზარდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, თუმცა ოთხი დღე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ადგილზე მათი მშობლები ჩავიდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან. 0

ავტორი: