23:33:19     07-08-2017
„დამსერა მთელ სხეულზე“ - ქარელში ქალმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა
ქარელში ეჭვიანობის ნიადაგზე 50 წლამდე ქალი 45 წლის ქალს თავს დაესხა. დაზარალებულის თქმით, მისთვის უცნობი პირი. ე.წ. სუფრის დანით მასთან მივარდა და 30-მდე ჭრილობა, სახეზე, კიდურებსა და ტანზე მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია“ ავრცელებს.
დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ინციდენტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
„ქალი მოვარდა დანით ხელში.სულ დამსერა მთელ სხეულზე. მეზობლებს, რომ არ გადავერჩინე ალბათ მომკლავდა“, - აცხადებს დაზარალებული.
ქარელის საავადმყოფოში ამბობენ, რომ დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თავისი სურვილით სახლში წავიდა.
მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე აქტიური საგამოძიერბო მოქმედებები მიმდიანრეობს.
0