18:38:18 07-08-2017
გორთან, ავტობანზე მომხდარ ავტოავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, 2 პირი კი დაშავდა

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, 2 პირი კი დაშავდა. დაშავებულებს შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0