10:44:31     07-08-2017
ენგურში გადავარდნილი კაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა
მესტიის რაიონის სოფელ კალაში მდინარე ენგურში ჩავარდნილი 40 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, კაცი მდინარემ წაიღო, თუმცა არსებობს ძალიან მცირე შანსი იმისა, რომ ავტომობილში იყოს ჩარჩენილი.
შემთხვევა გუშინ მესტია-უშგულის გზაზე მოხდა. მდინარე ჩავარდნილი ავტომობილი ადგილობრივებმა შემთხვევით აღმოაჩნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
0