10:16:21     07-08-2017
ჩრდილოეთ ავღანეთში მორიგ თავდასხმას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა
BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთში, პროვინცია სარი-პულში მებრძოლების თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე შვიდი ავღანელი სამხედრო.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებულია „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია კანდაგართან, ნატოს სამხედროებზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის და ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
ერთი დღით ადრე, ავღანეთის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში ძლიერ აფეთქებას 20 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. ინციდენტი ირანთან საზღვრის სიახლოვეს მოხდა. თავდასხმასი ორი მებრზოლი მოანილეობდა.
0