09:44:26     07-08-2017
ხობში ავტოავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა
ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ხოლო 1 ადამიანი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელ ხეთაში, ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულები შედუღების სამუშაოებს ასრულებდნენ, ისინი ცეცხლის ნაპერწკლების თავიდან აცილების მიზნით, მოულოდნელად გზის სავალი ნაწილისკენ გადავიდნენ, რა დროსაც ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახათ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
0