23:32:38     05-08-2017
სუფსაში 12 წლის გოგოები დაიხრჩვნენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგოები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი ბანაობისას ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განმარტებით, ადგილზე მუშაობდა ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი.
მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე ამოიყვანეს, მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები კი ხვალიდან განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0