GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა />


  15:08:14     04-08-2017

GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

a69666.jpg

22 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით Gem fest-ის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ექიმების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის და სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ორი ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მკურნალობს, რომელთა შორის ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0

ავტორი: