14:11:25     04-08-2017
მაკკეინი ტრამპს: შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ პუტინს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაურესებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.
„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ პუტინს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლების ტერიტორიაზე შეჭრისთვის და ჩვენი მოკავშირეების დაშინებისთვის“, - წერს სენატორი მაკკეინი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში კონგრესს დასდო ბრალი.
„რუსეთთან ურთიერთობა ისტორიაში ყველაზე სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. შეგიძლიათ, მადლობა გადაუხადოთ იმ ხალხს, რომლებმაც ახალი ჯანდაცვის სისტემაც კი ვერ მოგვცეს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
0