11:19:24     06-05-2011
ალ პაჩინო კანის კინოფესტივალზე
ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე ალ პაჩინოს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო პრემია გადაეცემა. ამის შესახებ “ბიბისი ნიუსი” იუწყება. პაჩინო ჯილდოს 2011 წლის 4 სექტემბერს მიიღებს, მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმის “Wilde Salome” – ის პრემიერის შემდეგ.
კინოსურათი ოსკარ უაილის “სალომეას” ორიგინალურ ხედვას წარმოადგენს. ფილმი პაჩინოსთვის მესამეა, რეჟისორის ამპლუაში. პირველი სურათი მსახიობმა 1996 წელს, ხოლო მეორე – 2000 წელს გადაიღო.
საპატიო ჯილდო კანის კინოფესტივალზე 2007 წლიდან გადაეცემათ. მისი ლაურეატები უკვე გახდნენ ტაკეში კიტანო, სილვესტერ სტალონე და მანი რატმანი. 0