00:05:06     04-08-2017
ტრანსგენდერი ქალი ამტკიცებს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი თავს დაესხა
ტრანსგენდერი ქალის მტკიცებით, მამაკაცი რომლიც მას მოულოდნელად თავს დაესხა, ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო.
თავდასხმა გამთენიისას თამარ მეფის გამზირზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის ერთ-ერთი ბარიდან გამოვიდა. უცნობმა მამაკაცმა მას ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სანდრა ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით მამაკაცს რამდენჯერმე თავადაც დაარტყა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველების მისვლამდე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
პოლიციას მოძალადე მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია. ტრანსგენდერი ქალი კი სხეულის დაზიანებებით სამედიცინო ექსპერტიზაზე დღეს დილით გადაიყვანეს. დაზარალებული დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მასზე მისი იდენტობის გამო მოხდა. ტრანსგენდერი ქალი მღებრიშვილის უწყებას საქმის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას სთხოვს. დაზარალებული სამართალდამცველებისგან ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებით დაინტერესებასაც ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა ვაგზლის მოედანზე იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე სათვალთვალო კამერაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავმდამსხმელის ვინაობა დადგენილია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.
0