სასამართლომ კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნო სასამართლომ კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნო />


  14:30:54     03-08-2017

სასამართლომ კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი დამნაშავედ ცნო

a69623.jpg

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს. დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ  ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ,  რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად დ.კ. - ს ორი წლითა და სამი თვით, ხოლო ა.ა. - ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0

ავტორი: