11:16:01     06-05-2011
პაკისტანის თავდაცვის უწყება ამერიკელებით უკმაყოფილოა
პაკისტანის თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი სამხედროები ოპერაციების ჩატარებას პაკისტანის ტერიტორიაზე გააგრძელებენ. როგორც ცნობილია, უთანხმობა პაკისტანსა და აშშ-ს შორის უსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ წარმოიშვა.
“პაკისტანის არმიის მეთაურობამ გასაგებად განაცხადა, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც Pაკისტანის სუვერენიტეტს დაარღვევს, შეიძლება გახდეს ჩვენს არმიასა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას შორის უთანხმოების მიზეზი” – ნათქვამია ქვეითი ჯარების შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ აშრაფ კაიანის მიმართვაში.
ცნობილია, რომ ბინ ლადენის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ, აშშ-ის ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა პაკისტანის მთავრობის წინასწარ გაფრთხილება.
0