00:33:51     03-08-2017
აფხაზეთში სამხედრო საწყობის აფეთქებისას სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
![a69603.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69603.jpg)
რუსული BBC-ის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოესთან (არსაულთან) სამხედრო საწყობის აფეთქებისას სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა.
მიმდინარეობს სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია.
მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ადგილზე შესაბამის უწყებებთან ერთად რუსი სამხედროებიც მუშაობენ, თუმცა აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
გადაკეტილია სოხუმი-ფსოუს გზა, რადგან არის საფრთხე, რომ ავტომობილებს იმ ჭურვების ნასხლეტები მოხვდეს, რომლებიც საწყობში ფეთქდება.
0