მაიკ პენსი: ტრამპმა მკაფიოდ მოუწოდა რუსეთს, შეაჩეროს დესტაბილიზაციური აქტივობები მაიკ პენსი: ტრამპმა მკაფიოდ მოუწოდა რუსეთს, შეაჩეროს დესტაბილიზაციური აქტივობები />


  17:04:29     02-08-2017

მაიკ პენსი: ტრამპმა მკაფიოდ მოუწოდა რუსეთს, შეაჩეროს დესტაბილიზაციური აქტივობები

a69593.jpg

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მონტენეგროში, ადრიატიკის ქარტიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ძალით შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. პენსმა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს მიმართა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„აქ, დასავლეთ ბალკანეთში, რუსეთი ცდილობდა რეგიონის დესტაბილიზაციას და დემოკრატიის შერყევას, სურდა ყოფილიყო უთანხმოება თქვენსა და ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან. რუსეთი მიზნის მისაღწევად ბოლო ერთ წელიწადში მხარს უჭერდა აგენტებს, რომლებიც ცდილობდნენ მონტენეგროში არჩევნების ჩაშლას, პარლამენტზე თავდასხმას და თქვენი პრემიერ-მინისტრის მკვლელობასაც კი, რათა მიეღწია მიზნისთვის და მონტენეგრო არ შესულიყო ნატო-ში. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ მოუწოდა რუსეთს, შეაჩეროს დესტაბილიზაციური აქტივობები. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აშშ ეწინააღმდეგება ძალის ნებისმიერ გამოყენებას, მუქარას ამ რეგიონში ან მის მიღმა. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ უფლება, გადაწყვეტილება მიიღონ მათ მომავალთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ თქვენი უფლებაა“, - განაცხადა პენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების დოკუმენტს ხელს მალე მოაწერს.

0

ავტორი: