14:30:25     02-08-2017
რომელი ქართველი დიზაინერის ქუდი მოირგო ანჯელინა ჯოლიმ Vanity Fair-ისთვის გადაღებულ ფოტოში?
![a69585.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69585.jpg)
ანჯელინა ჯოლიმ ცნობილი ამერიკული ჟურნალისთვის Vanity Fair გადაღებულ ფოტოში ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო.
ახალი ფოტოსესია ამერიკული ჟურნალის Vanity Fair სექტემბრის ნომერში დაიბეჭდება. ჟურნალში ფოტოპროექტი სწორედ ჯაბა დიასამიძის ქუდში გადაღებული ფოტოთი დაიწყება.
ქართველი დიზაინერი, რომელიც ჩვენებებს საქართველოშიც ხშირად მართავს, საფრანგეთში მოღვაწეობს.
0