12:48:35     02-08-2017
ავღანეთში ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა
![a69578.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69578.jpg)
ავღანეთში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ჰერატში მდებარე შიიტი მუსლიმების მეჩეთთან ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც მისმა თანამზრახველმა ცეცხლი გახსნა და მომლოცველებს ხელყუმბარები ესროლა.
თავდასხმის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული, 64 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ოფიციალური პირების ვერსიით, თავდასხმა თალიბების მოწყობილია.
0