10:40:49     02-08-2017
FBI-ის ახალი დირექტორი კრისტოფერ რეი გახდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი ხელმძღვანელი კრისტოფერ რეი გახდა. მისი კანდიდატურა სენატმა დაამტკიცა. რეის მხარი 100 სენატორიდან უმრავლესობამ დაუჭირა. მანამდე კი მისი კანდიდატურა კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა დაამტკიცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წინა დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ის ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა. 1993 წელს ბილ კლინტონმა ამ თანამდებობდან უილიამ სეშნსი გადააყენა.
8 ივნისს სენატში გამოსვლისას ჯეიმს კომიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო სამუშაოს შესაბამისად ვერ ასრულებს, ტყუილია. კომიმ სენატში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას „კარგი მუშაობისთვის“ ხშირად აქებდა. FBI-ის ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ მისი გადაყენებით ტრამპი შეცადა მისი რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.
დონალდ ტრამპმა რეის კანდიდატურა ივნისში წარადგინა. მანამდე ის გენერალური პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.
0