10:15:57     02-08-2017
ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი 8 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დაწყების თარიღს ემთხვევა, რომლის შემდეგაც ოფიციალურმა მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, დიპლომატები ვიზიტის დეტალებს აზუსტებენ.
ვლადიმირ პუტინი სოხუმში ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ბოლოს ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.
0