მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 25 ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 25 ადამიანი გადაარჩინეს />


  00:25:09     01-08-2017

მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 25 ადამიანი გადაარჩინეს

a69512.jpg

მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 25 ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტიაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მაშველებმა 31 ივლისს, დაბა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარედ, 25 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს, დილიდან, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გაუქმდა, გაუფრთხილებლობის გამო, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა წყალში ათობით ადამიანს შეექმნა.
მაშველების დახმარება დღეს 4 არასრულწლოვანსაც ოპერატიულად გაეწია. დაკარგული პატარა დამსვენებლები მაშველებმა საკუთარ მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს. მათ შორის ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა იყო, რომელიც შსს-ს მაშველებმა მშობლებისგან ორი კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
შავი ზღვის სანაპირო ზოლი კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 135 წყალზე მაშველის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ დამსვენებელთა უსაფრთხოებას.
0

ავტორი: