რუსეთი, აშშ-ის წინააღმდეგ ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს რუსეთი, აშშ-ის წინააღმდეგ ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს />


  11:19:53     31-07-2017

რუსეთი, აშშ-ის წინააღმდეგ ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს

a69473.jpg

რუსეთი, აშშ-ის წინააღმდეგ კონტსანქციების ფარგლებში, ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს.„ჩვენ ახლა ვფიქრობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს როგორ ვუპასუხებთ. ამ მომენტში სხვა კომენტარებს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტი, იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ მიღებული ზომების გამო.
რუსეთის ოფიციალური გადაწყვეტილების მიხედვით, ამერიკული დიპლომატიური მისიის პერსონალი იმდენივე დარჩება იქ, რამდენიც აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალია.

მოსკოვის გადაწყეტილება იმით აიხსნება, რომ ამერიკულმა მხარემ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაურესებისკენ დგადადგა ნაბიჯი. "ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით, რომ შეიძლებოდა რამე უკეთესობისკენ შეცვლილიყო, გვქონდა იმედი,რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


პუტინის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი, მისი განცხადებით, აშშ-ის რუსეთში 755 დიპლომატი არ ჰყავს.


შეგახსენებთ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში, რუსეთი აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 0

ავტორი: